ევროპის წამლების სააგეეტოზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სერტიფიცირებაზე მუშაობს, კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
„მედიკამენტური საშუალებების ევროპული სააგენტო კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა. სააგენტომ საჩქაროდ დაიწყო სრული გამოძიება სამართალდამაცვებთან მჭიდრო კავშირში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
წამლის სააგენტოში კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინის შემოწმება მიმდინარეობს, რომელთა გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სააგენტო შესაბამის დასკვნას გასცემს. ამასთან, ცნობილია, რომ 29 დეკემბერს სააგენტოში სხდომა გაიმართება იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა საკმარისი მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც Pfizer და BioNTech აწარმოებენ.