თურქეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ლიდერები 10-11 დეკემბრის სამიტზე არ გამოიყენებენ „სანქციების ენას“ თურქეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
„გულდასაწყვეტია, როდესაც ხედავ, რომ ევროკავშირის ხვალინდელ სამიტზე ივარაუდება სანქციების ენის გამოყენება თურქეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ევროპელი ლიდერები ამ ენას და თურქეთის მისამართით მუქარებს თავს აარიდებენ, რადგან სანქციები არასოდეს მუშაობს, მათ უკუეფექტი გააჩნიათ“, - განაცხადა კალინმა.
მისი თქმით, თურქეთი მიისწრაფის პოზიტიური დღის წესრიგისკენ და სურს ახალი ფურცლის გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში.