თურქეთმა რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსეთის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად სათანადო ლაბორატორიული კვლევის არარსებობა სახელდება. ამის შესახებ დღეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

„პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის ვაქცინა არ შეესაბამება სათანადო ლაბორატორიულ პრაქტიკას. ამიტომ ის ჩვენი ინტერესების მიღმა დარჩა“, - განაცხადა მინისტრმა თურქულ მედიასთან საუბარში.

ფაჰრეთინ ქოჯას რუსეთის გამალიელის ცენტრში უპასუხეს, სადაც ვაქცინა „სპუტნიკ V“ დამზადდა. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ლაბორატორიული წარმოება სერტიფიცირებულია „მინპრომტორგის“ სტანდარტებით და არა ევროპული სასერტიფიკატო ორგანოების მიერ. „ჩვენ არ გვაქვს ევროპული სტანდარტი, მაგრამ გვაქვს რუსული, როგორც მთელ ჩვენ წარმოებას - ეს ცნობილია“ , - განაცხადა ალექსანდრე გინცბურგმა.