კანადა მესამე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც კომპანიების Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა.
მედიის ინფორმაციით, კანადა მიმდინარე თვეში ვაქცინის 249 000 დოზას მიიღებს, რაც 124 500 მოქალაქის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. ქვეყანაში, პირველ ეტაპზე, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
შეგახსენებთ, Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინა კანადამდე გაერთიანებულმა სამეფომ და ბაჰრეინმა დაამტკიცეს. გაერთიანებულმა სამეფომ ორი დღის წინ საკუთარი მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის უახლოეს დღეებში დამტკიცებას ელოდებიან შეერთებულ შტატებში.