General Electric-ი 200 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ამერიკული კომპანია General Electric-ი (GE) ფინანსური ანგარიშების დამალვის გამო, 200 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

„ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ განაცხადა, რომ General Electric-ი თანახმაა გადაიხადოს 200 მილიონი დოლარის ჯარიმა, მის მიმართ წაყენებული პრეტენზიის გამო, რომელიც ფინანსურ ანგარიშში ინფორმაციის დამალვას უკავშირდება. როგორც ირკვევა, კომპანიას სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა სადაზღვევო და გაზის მილების წარმოების მიმართულებით, რაც იმ მომენტისთვის დამალა. ხოლო მას შემდეგ, რაც საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობა, კომპანიის აქციები 2017-2018 წლებში თითქმის, 75%-ით გაუფასურდა“ - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომისია აზუსტებს, GE-მა საკუთარ პოტენციურ აქციონერებს ასევე დაუმალა, რომ 2016-2017 წლებში მიღებული ფინანსური შემოსავალი, რეალურად იყო კორექტირების გზით მიღწეული, რა დროსაც კომპანიამ ხარჯების ექსპლუატაციის პროგნოზები დაბლა დასწია. კომპანია რეალურ ფინანსურ შემოსავლებზე ინფორმაციას უმალავდა ინვესტორებსაც და ხელოვნურად ქმნიდა სახარბიელო ფონს.

კომპანიის მიერ მარეგულირებელთან მიღწეული შეთანხმება მას არ ავალდებულებს დანაშაულის აღიარებას ან უარყოფას. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი, კომპანია ვალდებული იქნება ყოველი კალენდარული წლის შემდეგ, ამომწურავი ფინანსური ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელს.

კოკა კვირკველია