პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 10.3%-ით გაუფასურდა. აღნიშნულ პერიოდში ლარი ევროს მიმართაც გაუფასურდა. კერძოდ, 16.1%-ით.
გარდა ამისა, 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8%- ით, ხოლო ევროს მიმართ 3.2%-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირა 28.1%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი - 14.7%-ით, ხოლო სომხური დრამი - 1.5%-ით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანული მანათი 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დოლართან 2.7%-ით გამყარდა.
ნოდარ სირბილაძე