ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირს“ საქართველოში   დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მიმდინარეობს ტრანსპორტირების პროცესი. თვის ბოლომდე ადგილზე გვექნება „რემდესივირი“, - განაცხადა ტიკარაძემ.