ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინეს, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიოდეფიბრილატორი შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 2 566 180 ლარია.

ამასთან როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დეფიბრილატორები არის როგორც ერთ, ასევე ორ და სამკამერიანი.

ტიკარაძის ინფორმაციით, დეფიბრილატორების ღირებულება მოცულობის მიხედვით, 3000-იდან 3500-ლარამდე მერყეობს, საიდანაც მოქალაქეები მხოლოდ 10%-ს გადაიხდიან.

„ეს დეფიბრილატორები ცენტრალიზებულად კლინიკებში გადანაწილება, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომსახურების ღირებულება დადგინდება 3000-იდან 3500 ლარამდე. წინა პერიოდში მათ უწევდათ 17 000-19 000 ათასიდან გადაეხადათ 10 პროცენტი კლინიკისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადასახდელი თანხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ვგეგმავთ, ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებასაც", - განაცხადა ტიკარაძემ.