ჯანდაცვის მინისტრი - 112-ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ექიმისა და კლინიკის დონეზე ხდება  ამის დაფიქსირება

112- ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ხდება ექიმისა და კლინიკის დონეზე ამის დაფიქსირება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ უწევს მონიტორინგს სახელმწიფო ოჯახის ექიმებს, რათა მათ დროულად გაუწიონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს კონსულტაცია. მისივე თქმით, ამის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ონლაინ კლინიკის მონიტორებიც ახორციელებენ.

„ჯვარედინი გადამოწმება ხდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ონლაინ კლინიკის მონიტორების მხრიდან , ასევე 112 -ში იქმნება გარკვეული საქმეები პაციენტებზე და ყოველ არარეაგირებულ საქმეზე ხდება მათთან ამის დაფიქსირება როგორც უშუალოდ ექიმის დონეზე, ასევე იმ დაწესებულების დონეზე, ვისაც ეს ექიმი ეკუთვნის,“- განაცხადა ტიკარაძემ.