ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 - ლარიანი  სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტი დაურიგდა. სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2 და N3 საბავშვო ბაღებში დაესწრო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდა.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ჯამში 121 000 ლარის ღირებულების სურსათი გადაეცათ.

ბოლნისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკარანტინო პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადასცა.