ისრაელმა BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის 8 მილიონი დოზა მიიღო და მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას 27 დეკემბრიდან გეგმავს

ისრაელში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია, 8 მილიონი დოზა, უკვე მიიღო.

„მე მჯერა ამ ვაქცინის. ველოდები, რომ მარეგულირებელი ორგანო მას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს,“-განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ იგი აპირებს იყოს ისრაელის პირველი მოქალაქე, რომელსაც აცრა ჩაუტარდება.

ცნობისათვის, ისრაელში ბოლო პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 351 004 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს 2 934 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.