ისრაელში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყება, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია, 8 მილიონი დოზა, უკვე მიიღო.
„მე მჯერა ამ ვაქცინის. ველოდები, რომ მარეგულირებელი ორგანო მას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს,“-განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ იგი აპირებს იყოს ისრაელის პირველი მოქალაქე, რომელსაც აცრა ჩაუტარდება.
ცნობისათვის, ისრაელში ბოლო პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 351 004 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს 2 934 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.