1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2838 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2838 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2812 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9731 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9781 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 შეადგინა.