ხვალ, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ყველა საკვანძო პოზიციაზე წარსადგენი პირები დაასახელა.
ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან :
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის - დავით სონღულაშვილი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი
- საფინანსო საბიუჯეტო -ირაკლი კოვზანაძე
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა - დიმიტრი ხუნდაძე
კობახიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ არჩილ თალაკვაძე იქნება. თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი, გიორგი ვოლსკი.