აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი ოქტომბერ-ნოემბერში 25,1%-ით გაიზარდა

ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი 2021 ფინანსური წლის (რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო) პირველ ორ თვეში 25,1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press ამერიკის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდა დაკავშირებულია ხარჯების ზრდასთან, რომელიც თავის მხრივ, კორონავირუსის პანდემიითაა განპირობებული. ოქტომბერში გავრცელებული ანაგრიშის თანახმად, 2020 ფინანსური წლის (დასრულდა 30 სექტემებრს) დეფიციტი სამჯერ გაიზარდა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით და 3,1 ტრილიონი დოლარი (2019 წელს 984 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

სახელმწიფო ხარჯები 47%-ით, რეკორდულ 6,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის პროგრამა ამოქმედდა. ხელისუფლებამ გამოყო სახსრები მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, ასევე, გაიზარდა შემწეობები უმუშევრებისთვის და ამერიკელებისთვის მასტიმულირებელი კომპენსაციები შემოიღეს.

კოკა კვირკველია