„ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტების შეძენა წლის ბოლომდე 12%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი

ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში, ამირანის პარკთან პრემიუმ კლასის კომპლექსი “ტერასა ბაკურიანის“ სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წინასწარი გაყიდვების პერიოდში კი მოქმედებს საახალწლო აქცია: 12%-მდე ფასდაკლება აპარტამენტებზე და 30-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება.

3-1607666843.png

„ტერასა ბაკურიანი“ კურორტის ყველაზე მასშტაბური კომპლექსი იქნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სასტუმროს, კეთილმოწყობილ აპარტამენტებს, რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს, საბავშვო სკვერსა და 4 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწყობილ ეზოს. კომპანია მესაკუთრეებს აპარტამენტების მოვლისა და გაქირავების სერვისსაც შესთავაზებს.

4-1607666896.png

Booking.com-ის კვლევის მიხედვით ბაკურიანის აპარტამენტში განხორციელებული ინვესტიციის უკუგება 3-4 წელიწადშია შესაძლებელი, რაც კურორტს უფრო მოთხოვნადს ხდის.

როგორც „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, 2021 წლის იანვრიდან მოსალოდნელია აპარტამენტებზე ფასის ზრდა, რადგან 2021, 2023 და 2025 წელს სხვადასხვა სახის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც ათი ათასობით უცხოელ დამსვენებელს ნიშნავს. ბაკურიანი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის უკვე ემზადება. მოთხოვნის ზრდა და სწრაფი ინფრასტრუქტურული განვითარება კი აპარტამენტების ფასებზე პირდაპირ აისახება.

5-1607666915.png

„ტერასა ბაკურიანი“ თითოეულ დაინტერესებულ პირს დაუკავშირდება და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება შემდეგ ფანჯარაში შეგიძლიათ:

6-01-1607666953.png