მიმდინარე ზამთრის სეზონზე, სიცივეების პირველმა ტალღამ, რომელიც დასავლეთ ევროპას დაატყდა, ბუნებრივ აირზე ფასები გაზარდა, რაც ბოლო 20 თვის მაქსიმუმია.
ჰოლანდიურ ჰაბში TTF ვაჭრობის შედეგად, ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 194,9 დოლარამდე გაიზარდა, ეს მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში საშუალოდ, 183 დოლარი ღირდა.
ეს არის მაქსიმალური ნიშნული ბოლო 1 წლისა და 8 თვის განავლობაში, 2019 წლის 10 აპრილის შემდეგ.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იქნება ხანგრძლივი მატება, ვინაიდან უკვე პარასკევიდან ევროპაში გამოიდარებს, რაც ბუნებრივი აირის ფასზე თავისთავად აისახება.
აღსანიშნავია, რომ ევროპა დეკემბერში აქტიურად მოიხმარს ბუნებრივი აირის მარაგებს. პირველ 9 დღეში უკვე გახარჯულია 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც რეკორდული მაჩვენებელია, 2017 წლის შემდეგ, როდესაც ბებერ კონტინენტზე მოხმარების მაქსიმუმი 24 მილიარდი კუბური მეტრი დაფიქსირდა.