საქართველოში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, რეგიონებს შორის აჭარა პოზიციებს კარგავს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, განხორციელებული ინვესტიციებით, წლების განმავლობაში, აჭარა მეორე პოზიციას იკავდებდა, თუმცა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნულ რეგიონს ქვემო ქართლმა, ასევე, შიდა ქართლმა და მცხეთა მთიანეთმა გადაუსწრო.
ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 %-ით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტლის წინასწარ მონაცემებს 25.2%-ით აღემატება.
რაც შეეხება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ტოპ-5 რეგიონის ჩამონათვალი ასეთია: