საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1694 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4146 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ხოლო გამოჯანმრთელდა 2 129 პირი.