რა არის ორმხრივი ეტიკეტი და რატომ არის ის ბიზნესისთვის შეუცვლელი?

პროდუქტის მიმართ განწყობას მის ხარისხთან ერთად, ქმნის ეტიკეტი, რომელიც გაყიდვებში უდიდეს როლს ასრულებს.

რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს ღვინო, პური, მზესუმზირა თუ სხვა პროდუქცია, არასწორად შერჩეულმა ეტიკეტმა შეიძლება მასზე მყიდველს წარმოდგენა დააკარგინოს. რაც უფრო მაღალი ხარისხის მასალაზეა შესრულებული ეტიკეტი, რაც უფრო მეტად გამოკვეთილია მისი ფერები და დატანილი ტექსტი მკაფიო და აღქმადია, მით უფრო მარტივად გამოარჩევ მაღაზიის თაროებზე.

გაყიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და საინტერესო მიმართულებაა ორმხრივი ეტიკეტი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის შერჩევისას.

რა არის ორმხრივი ეტიკეტი?

ეს არის ერთი კომპაქტური ეტიკეტის ორივე მხარეს დატანილი ვიზუალი და ტექსტი. პროდუქტზე იკავებს ჩვეულებრივ ეტიკეტთან შედარებით მცირე ადგილს. ორმაგი ეტიკეტის პირველ პირზე დატანილია ლოგო, პროდუქტის დასახელება, მისი მოშორების შემდეგ კი მეორე პირზე დაინახავთ ტექნიკურ ინფორმაციას.

etiket2-1607672235.jpg

არსებობს ე.წ „კონტრ ეტიკეტი“, რომელიც შეგიძლია, რვეულივით გადაშალო და ნახო, რა არის შიგნით გამოსახული. ასევე, მისი ერთ-ერთი სახეა „სარკისებური ეტიკეტი“, რომელიც ხშირად შეგხვდებათ გამჭვირვალე ალკოჰოლური სასმელების ბოთლებზე. „სარკისებური ეტიკეტის“ წებოვან მხარეზე დატანილია ვიზუალი, რომელიც ყველა მხრიდან აღქმადია.

etiket3-1607672299.jpg

ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ორმხრივი ეტიკეტების ბეჭდვა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ტექნოლოგია, რომელიც ევროპის ქვეყნებში ეტიკეტების ვიზუალიზაციისთვის აქტიურად გამოიყენება არის HP Indigo და ის საქართველოში ცოტა ხნის წინ „კოლორ ჯგუფმა“ შემოიტანა. ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, ამიერკავკასიაში მხოლოდ აღნიშნული კომპანია ბეჭდავს ეტიკეტებს, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

etiket4-1607672375.png

„კოლორ ჯგუფის“ წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიშვილი განმარტავს, რომ HP Indigo-ს მეშვეობით შესაძლებელია, კომპანიამ ნებისმიერი ვიზუალის ორმხრივი ეტიკეტი დაბეჭდოს და წარმოებაში ჩაუშვას.

etiket5-1607672437.jpg

„აქამდე ჩვენს ქვეყანაში ამის ტექნიკური ბაზა არ არსებობდა. ახლა უკვე შესაძლებელია, ჩვენი დიზაინერების გუნდის დახმარებით შევქმნათ ბრენდზე მორგებული ვიზუალი და ის ორმხრივ ეტიკეტზე გამოვსახოთ. ვფიქრობ, ამით გამორჩეული კომპანია ვართ“, - აღნიშნა მან.

მომხმარებელთა 38% მიიჩნევს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტს ასეთივე მახასიათებლის მქონე შეფუთვა და ეტიკეტი უნდა ჰქონდეს. ხშირად, მომხმარებლები პროდუქტის შეძენისას ემოციურ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც, რიგ შემთხვევებში სწორედ მიმზიდველი ეტიკეტის გამოც ხდება. ასეთი ემოციური გადაწყვეტილებების რაოდენობა კი იმატებს საახალწლო პერიოდში, როცა მაღაზიების თაროებზე ყველაფერი ბრწყინავს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება, თითოეული ბრენდი კი ცდილობს, მომხმარებელს გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ მიაღებინოს.

როცა მომხმარებლები პრემიუმ ხარისხის პროდუქტს იძენენ, ისინი გრძნობენ კმაყოფილებას, რაც ზრდის შესაძლებლობას, ლოიალურ მყიდველებად იქცნენ. გასინჯვამდე სწორედ ეტიკეტი ეუბნება მომხმარებელს, რომ ხარისხიან პროდუქტთან აქვს საქმე და ცდად ღირს. ამ შემთხვევაში, ორმხრივი ეტიკეტები არის საშუალება, მაგალითად, ასობით დასახელების ალკოჰოლურ სასმელს შორის, შენი გახადო ყველაზე მიმზიდველი და მეტ მომხმარებელს უთხრა, რომ საუკეთესო ხარ.