რუსეთის ფედერაციაში ზეთის მწარმოებლები მზად არიან საკუთარ პროდუქციაზე ფასები დაწიონ ისე, რომ მზესუმზირაზე საბაჟო ტარიფის გაზრდას არ დაელოდონ. ამის შესახებ ზეთის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი მიხაილ მალცევი აცხადებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დახლის ზეთზე ჯერ არ არის ასახული ნედლეულის გაძვირება, ჩვენი კომპანიები პრობლემაზე არიან ორინტირებულნი, რომელზეც ისაუბრა პრეზიდენტმაც და მიმართულია ფასის შემცირებაზე, მასობრივი მოხმარებისთვის მისაღებ ნიშნულამდე“ - განაცხადა მან.
მალცევმა აღნიშნა, რომ ზეთის ფასის ფორმირებაში ნედლის წილი 90%-ია.
„საქმე იმაშია, რომ ნედლეული წელს 100%-ით გაძვირდა, ხოლო დახლზე მზა პროდუქციის ფასმა მხოლოდ 25-30%-ით მოიმატა“ - განმარტა მან.
მალცევის აზრით, მზესუმზირაზე საბაჟო ტარიფის გაზრდა პროდუქტზე მოთხოვანს შეამცირებს.
„ჩვენ უკვე ვხედავთ ბაზრის რეაქციას მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ველოდებით ნედლეულზე ფასის კლებას, თუმცა განვიხილავთ გაიაფების დაჩქარებას, განკარგულების ამოქმედებამდეც“ - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ზეთზე ფასის სტაბილიზაციისთვის რუსეთის ხელისუფლება 9 იანვრიდან 30 ივნისამდე აპირებს მზესუმზირასა და რაფსზე შემოიღოს საექსპორტო გადასახდელი 30%-ის ოდენობით, თუმცა არანაკლებ 165 ევროთი ტონაზე. განაკრგულება ძალაში გამოცემიდან 30 დღეში შევა.
ამ დროისთვის საბაჟო ტარიფი მზესუმზირაზე შეადგენს 6,5%-ს და არანაკლებ 9,75 ევროს ტონაზე, რაფსზე კი - 6,5%-ს და არანაკლებ - 11,4 ევროს ტონაზე.