თებერვლის შემდეგ ნავთობის ფასი ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მსოფლიოში პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, ნავთობის ფასი ბოლო ერთი თვეა იზრდება. კერძოდ, უახლესი მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 51 დოლარს აღწევს, რაც მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ, უპრეცედენტო მოვლენაა.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით, 53 დოლარს შეადგენდა.

ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსის ვაქცინის დამზადებასთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლეებია, რამაც მომავლის მიმართ დადებითი მოლოდინების შექმნას შეუწყო ხელი.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ნავთობის ზრდისა, 2019 წელთან შედარებით არსებული ფასი მაინც დაბალია. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით, 69 დოლარი იყო.

ნოდარ სირბილაძე