Hyundai Motor-ი რობოტების მწარმოებელ კომპანიას Boston Dynamics 921 მილიონ დოლარად შეიძენს

სამხრეთ-კორეული კომპანია Hyundai Motor Co. ამერიკულ რობოტების მწარმოებელ კომპანიას Boston Dynamics Inc.-ის იაპონური SoftBank Group-ისგან ყიდულობს. როგორც Korea Economic Daily წერს, შესყიდვის თანხად 1 ტრილიონი ვონი (921 მილიონი დოლარი) სახელდება.

Boston Dynamics ცნობილია რობოტექნიკაში მუშაობით, თუმცა წამგებიანი ბიზნესია. კომპანია, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერაა შექმნილი, Google-მა 2014 წელს შეიძინა, ხოლო 2017 წელს SoftBank Group-მა.

Boston Dynamics უშვებს ოთხფეხა რობოტს - Spot, ასევე, რობოტ-ჰუმანოიდ Atlas-ს და რობოტ-ჩიტს - Handle.

Hyundai Motor კი, თავის მხრივ აპირებს, რომ ელექტრომობილებისა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების პარალელურად, რობოტექნიკა ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ მიმართულებად აქციოს. კომპანია ამ სფეროში 2025 წლამდე 1,5 ტრილიონი ვონის ინვესტირებას გეგმავს.

კოკა კვირკველია