საქართველოში მეორადი მოხმარების სათამაშოების იმპორტი გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც პროდუქტს ვყიდულობთ

საქართველოში მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) ქვეყანაში 45.93 ათასი აშშ დოლარის (48.32 ტონა) რბილი სათამაშოები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 37.05 ათასი აშშ დოლარის (39.87 ტონა).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

  • პოლონეთი - 16.93 ათასი აშშ დოლარი
  • ბულგარეთი - 7.23 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 6.15 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 5.74 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 3.42 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, მეორადი სათამაშოები მცირე რაოდენობით ასევე შემოდის: ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

ნინი ქეთელაური