Moody's-მა „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუზარდა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „საქართველოს ბანკის“ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების რეიტინგი ერთი საფეხურით, Ba3 დან Ba2-მდე გაზარდა. ამასთან, განახლებული რეიტინგით პროგნოზი კვლავ სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება თანხვედრაშია სარეიტინგო სააგენტოს მიერ ქვეყნებისთვის ადგილობრივ და უცხოურ ვალუტებში რეიტინგის ჭერის განსაზღვრის მეთოდოლოგიაში შეტანილ ცვლილებასთან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განსაზღვრავს ქვეყნების რეიტინგის ჭერის ზედა ზღვარს ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისათვის, რომელიც Moody's-მა 2020 წლის 7 დეკემბერს განახორციელა.