თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი, წინა კვირასთან შედარებით, გაიზარდა და მთლიანი იპოთეკური სესხების 35.1% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირას სუბსიდირები ბენეფიციართა წილი 33.9% იყო.
ცნობისთვის, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე იპოთეკურ სესხს აიღებენ, სახელმწიფო სესხის 4%-ს დაუფარავს.
პროგრამის ბიუჯეტი ჯამში, 70 მლნ ლარია და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
ნოდარ სირბილაძე