პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.

პლენარულ სხდომას ახლა უკვე თალაკვაძე უძღვება.