კუბის ხელისუფლება მასშტაბურ ფინანსურ რეფორმას განახორციელებს, რომელიც ქვეყანაში პარალელურ ფულად პოლიტიკას დაასრულებს, რა დროსაც ჩვეულებრივი და ე.წ. კონვერტირებადი პესოები ერთდროულად იყო მიმოქცევაში. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
„2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამ კუნძულოვან ქვეყანაში ამოქმედდება ერთიანი სავალუტო კურსი, 24 კუბური პესო 1 დოლართან მიმართებით“ - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას კანელმა სატელევიზიო მიმართვისას.
მისივე თქმით, სავალუტო სისტემის ოპტიმიზაცია ქვეყანას მისცემს კარგ საფუძველს, დაიწყოს აუცილებელი ცვლილებების გატარება, ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური მოდელის სრულყოფისთვის.
რეფორმის ფარგლებში, კუბის ხელისუფლება აპირებს ასევე შეცვალოს ფასწარმოქმნისა და სუბსიდირების სისტემა.
დიას კანალის თქმით, ქვეყანაში სავალუტო რეფორმა მომავალი წლის ოქტომბრიდან გატარდება.
ცნობისთვის, ორ-ვალუტიანი სისტემა კუბაში 1994 წლიდან მოქმედებს. კონვერტირებადი პესოთი ძირითადად უცხოელი ტურსიტები სარგებლობენ, თავად კუბელები კი ჩვეულებრივ პესოს იყენებენ. აღნიშნულ ვალუტებს შორის გაცვლითი კურსი 1:24-ზე შეადგენს.