გაერთიანებულ სამეფოში იმ პირებისთვის, რომლებსაც კოვიდინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება, თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე მცირდება,- ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ამასთან, კარანტინის ვადა მცირდება იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „რისკის ჯგუფის“ ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციის პერიოდი უკვე შემცირებულია უელსში, რომლის მთავრობამაც შესაბამისი განცხადება მიმდინარე კვირის დასაწყისში გააკეთა. ინგლისში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ცვლილება ორშაბათიდან შევა ძალაში.