სხვადასხვა სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს ელექტრომომარაგება რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნისს“ თელასიდან აცნობეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაძალადევის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, ავეტიკ ისაკიანის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლიხაურის, დოლიძის, ბალანჩივაძის, სიმონ ჩიქოვანის და კიტა ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სამგორის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.