აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია 16 წლის და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.

ვაქცინაციის პროცესის დაწყება აშშ-ში ორშაბათს იგეგმება და პირველ ეტაპზე მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები აიცრებიან.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 295 000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში 8 დეკემბერს დაიწყო.