საქართველოში კორონავირუსით კიდევ 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა.