Mastercard, Bolt-ის საშუალებით, მედიკოსების კიდევ 15,000 მგზავრობას უზრუნველყოფს

რამდენიმე თვის წინ, COVID-19 პანდემიის დასაწყისში, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bolt-ის საშუალებით, ინფექციურ სავადმყოფოსა და ცხელების ცენტრებში, პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური, სწრაფი და კომფორტული გადაადგილება უზრუნველყო.

Mastercard-მა, არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი ქართველ მედიკოსებს და დააფინანსოს 15,000 მგზავრობა ყველა დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც Bolt ოპერირებს. ინიციატივა 24 დეკემბრამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებამდე გაგრძელდება.

img-1253-1607769464.jpg

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღიარებულ, პანდემიის მიმართულებით სპეციალიზებულ 27 კლინიკის სამედიცინო პერსონალს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით. კოლაბორაციის ფარგლებში, 15 000-ზე მეტი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა იგეგმება, ხოლო Mastercard მთლიანად დაფარავს გადაადგილების ხარჯებს.

შეგახსენებთ, რომ კამპანიის პირველ ეტაპზე, Mastercard-ისა და Bolt-ის შეთავაზებით 11 კლინიკის 548 თანამშრომელი სარგებლობდა. ამ კამპანიის ფარგლებში, შესრულდა 4 611 მარშუტი და დაიფარა 44 618 კილომეტრი.

ამჯერად, Mastercard და Bolt შეეცდებიან მხარი დაუჭრონ თითქმის ყველა COVID-19 კლინიკას, სადაც პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენი ექიმები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. დღეს, მათი კეთილდღეობა მთელი ქვეყნის და მათ შორის, Mastercard-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

მედია კონტაქტი:

თეკლა ვეკუა

teklaveku@gmail.com

(R)