რუსების მესამედი თავს ღარიბად მიიჩნევს და მხოლოდ 1%-ი  თვლის, რომ მდიდარია

ყოველი მესამე რუსი (33%) თვლის რომ ღარიბია, ამასთან, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ სულ ასე ცხოვრობდნენ, 12% კი აცხადებს, რომ ბოლო 10 წელიწადში გაღარიბდნენ, -აღნიშნულის შესახებ მოწმობს „ფონდ საზოგადოებრივი აზრის“ (ФОМ) კვლევის შედეგები, რომელიც რუსულმა მედიამ გაავრცელა.

ღარიბი რუსები საკუთარი გაღარიბების მიზეზად უკიდურესად დაბალ ანაზღაურებასა და მის შემცირებას, ასევე ტარიფების ზრდას და სამუშაო ადგილების დაკარგვას, ასახელებენ.

ФОМ-ის მონაცემებით, გამოკითხულების ორი მესამედი ანუ რესპოდენტების 20% აცხადებს, რომ მომდევნო 3-5 წელი ისევ სიღარიბეში მოუწევთ ცხოვრება, როგორც ახლა. გამოკითხული რუსების 6%-ი კი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ. რას უნდა ელოდონ არ იციან გამოკითხული მოქალაქეების 7-მა პროცენტმა.

ამასთან, კვლევის შედეგებით, რუსების ორი მესამედი (64%) საკუთარ თავს საშუალო შემოსავლის მქონედ, ხოლო 1% მდიდრად თვლის.

ცნობისთვის, გამოკითხვა ჩატარდა 13-15 ნოემბერს, გამოიკითხა ათასობით მოქალაქე 18 წლიდან ზევით.

კოკა კვირკველია