მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 72 109 884 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 50.4 მილიონი ადამიანი, 1 611 000 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.