სამუშაო ადგილების და განათლების მომავალი - რა ბედი ელის დიპლომებს

უკვე ყველა შეთნახმდა იმაზე, რომ 2020 წელი მოვლენებმა, კორონავირუსის პანდემიამ და ახალმა ტქენოლოგიურმა შესაძლებლობებმა მსოფლიო ციფრულ ეპოქაში გადაიყვანა. ტედენცია 2021 წელსაც გაგრძელდება და ბევრ სფეროს მოიცავს. მათ შორის, სამუშაო ადგილებს და განათლებას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის, 300 მილიონი სამუშაო ადგილი დაიხურა, საიდანაც 40% აღარ აღდგება. ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მათ ჩაანაცვლებს ავტომატიზაცია. რობოტები სამუშაოს უფრო უსაფრთხოდ და ეფექტურად შესრულებენ.

განსაკუთრებით რისკის ქვეშ წინა ხაზზე მომუშავე ადამიანები დგანან. მაგალითად, მედიცინის მუშაკები, მომხმარებელთა მომსახურე პირები, მოლარეები, საცალო ვაჭრობის ასისტენტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი... ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები მიიჩევენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ბევრი დარგი ავტომატიზირებული გახდება, და ეს მხოლოდ ნაწილია.

ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანათმშენებლობის (ML) წყალობით, მაღალკვალიფიციური ექიმებისა და იურისტებისთვის მინიჭებული დავალებებიც კი - მაგალითად, სამედიცინო სურათისგან დიაგნოზის დასმა ან იურიდიული საქმის ისტორიის გადახედვა, ახლა შესაძლებელია მაქანამ შეასრულოს.

ამავდროულად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს კომპანიების 91% ამტკიცებს, რომ სახლიდან შესრულებული სამუშაოები უფრო ეფექტური აღმოჩდა.

“ჩვენ გადავდივართ ეპოქაში, სადაც განათლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. დღევანდელი ცვლილებების სიჩქარით, სულ უფრო და ნაკლები სამუშაო ადგილია, სადაც შეიძლება გამოიყეოთ ის ცოდნა, რომელსაც სკოლაში ან უნივერსიტეტში იღებთ.

ამ ყველაფერმა შექმნა შესანიშნავი გარემო სახლიდან სწავლისთვის. იმის ნაცვლად, რომ ახალ ქალაქში გადავიდეთ და ხარისხია სწავლას რამდენიმე წელი დაუთმოთ, სულ უფრო ხშირდება სახლიდან სწავლის პრაქტიკა.

ის საკითხი, რაზეც მე ყურადღებას გავამახვილებ, არის ის, რომ ადამიანებს, რომლებიც “რობოტებით ჩანაცვლების“ გამო სამსახურს დაკარგავენ, ახალი სამუშაოების შექმნის უნარი ექნებათ“ - აცხადებს ონლაინ სასწავლო პლატფორმის Coursera– ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ მაგგიონკალდა.

ოლაი პლატფორმა Coursera 2012 წელს სტენფორდის პროფესორთა საბჭომ შექმნა. ბოლო მონაცემებით, “კურსერას“ შეთავაზებებით 150 უნივერსიტეტიდან 76 მილიონმა მოსწავლემ 4500 სხვადასხვა კურსით ისარგებლა.

მაგგიონკალდას თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია განათლების არსის თავიდან გააზრება. WEF– ის სტატისტიკური მონაცემები გვეუბნება, რომ დამსაქმებელთა 66% თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალი ტექნოლოგიებს იყენებს და დასაქმებულებს სწრაფი გადამზადების პროგრამებს სთავაზობს.

”განათლების ონლაინ მომავალი უფრო მოქნილი და მოდულური იქნება. იმის გამო, რომ ხალხმა სამუშაო არ დაკარგოს, ხარისხის მისაღებად უნივერსიტეტებში ორი ან სამი წლის განმავლობაში ბრუნდება. იარსებებს ბევრად უფრო მოქნილი, ნაკლები ზომის მოდულური სერთიფიკატების პროგრამები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს"- ამბობს მაგგიონკალდა.

ყოველივე ეს უკავშირდება მზარდ მოთხოვნებს, რომელიც ინდუსტრიას აქვს დაქირავებული “მუშების“ მიმართ.

“თქვენი დიპლომი არასდროს დასრულდება - თქვენ იღებთ მიკროკრედიტებს და ამყარებთ თქვენს პორტფელს. ეს ქმნის დიდ შესაძლებლობას უმაღლესი განათლებისთვის ” - აცხადებს “კურსერას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ეს ყველაფერი იმ ამაღელვებელ მომავალზე მიგვანიშნებს, როდესაც განათლების ბარიერები იშლება და ხალხს სწავლა აღარ ეკრძალება იმ ფაქტის გამო, რომ სამუშაო ადგილი დაეკარგებათ. მნიშვნელოვანია მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკა, როდესაც დამსაქმებელი კანდიდატს უნივერსიტეტის დიპლომის მიხედვით იღებდა სამსახურში. მსგავსი რამ მომავალში ფასს დაკარგავს, რადგან დიპლომის გადაფასება და “მიკროკრედიტების“ დამატება თქვენ პორტფელში ნებისმიერ დროს, უმოკლეს ვადაში შეგეძლებათ.

სასტიკი სკოლის ოთახები და სპილოსძვლის კოშკის აკადემია გასული საუკუნის სიწმინდეებია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური კვალიფიკაცია და ხარისხები მალე ვერ გაქრება, მომავალი ათი წლის განმავლობაში განსხვავება მართლაც შესამჩნევი იქნება.

თეონა რამაზაშვილი