კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა უმეტესობა ცდილობს სახლიდან არ გავიდეს, დისტანციურად ისწავლოს და იმუშაოს, თავი აარიდოს მასშტაბურ თავყრილობებს და სხვა.
სამწუხაროდ, პანდემიის გამო წელს შობა-ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნაც განსხვავებულად მოგვიწევს. პლანეტის მასშტაბით დახურულია გასართობი დაწესებულებები, შეზღუდულია გადაადგილება და მოგზაურობა, აკრძალულია მასშტაბური თავყრილობები და სხვა.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს დღესასწაულების გაუქმებას. გთავაზობთ იმ აქტივობებს, რომელთა განხორციელებაც პანდემიის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ, ისე რომ თქვენს და თქვენ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ.
გაიხსენეთ რა განიჭებდათ სიამოვნებას გასულ წლების დღესასწაულებზე
გირჩევთ გაიხსენოთ ის აქტივობებს, რომლებსაც გასული წლის განმავლობაში სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ასრულებდით. მაგალითად მორთეთ სახლი სადღესასწაულოდ, დაამზადეთ ხელნაკეთი საჩუქრები და საახალწლო სათამაშოები.
მოამზადეთ საშობაო საჭმელი
გირჩევთ სახლში ყოფნის დროს ოჯახის წევრებს ის საშობაო საჭმელი და ტკბილეული მოუმზადოთ, რომელიც მათ ძალიან უყვართ და დღესასწაულებთან ასოცირდება.
შეიძინეთ საჩუქრები ონლაინ
სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მონახულებასა და საჩუქრების არჩევას, გირჩევთ ისინი დისტანციურად შეუკვეთოთ. თანამედროვე მოწყობილობები საშუალებას გაძლევთ სასურველი პროდუქტები ინტერნეტში ნახოთ და კურიერი მას სახლში მოგიტანთ. დღესდღეობით ეს საჩუქრის შეძენის ყველაზე მარტივი გზაა.
გაიხსენებთ საუკეთესო მოგონებები ოჯახის წევრებთან ერთად
გირჩევთ, ოჯახის წევრებთან ერთად გაიხსენოთ ის საინტერესო მომენტები, რომლებიც ერთად გაატარეთ და სამუდამოდ აღიბეჭდა თქვენს გონებაში. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძველი ფოტოალბომები, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდი ხანია არ გინახავთ.
გაიხსენეთ ძველი გასართობები
ხშირ შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ოჯახის წევრები ერთად არიან, სხადასხვა მოწყობილობებს იყენებენ და დროს ერთმანეთს არ უთმობენ. გირჩევთ, მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები დროებით გვერდით გადადოთ და გაიხსენოთ, რითი ერთობოდით ოჯახის წევრებთან ერთად წლების წინ.
უყურეთ საშობაო ფილმებს
გირჩევთ, თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო ფილმებს უყუროთ. ეს თქვენ დადებითი ემოციებით აგავსებთ და გააცნობიერებთ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად სახლში უსაფრთხოდ ყოფნა ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია.