„მსოფლიო ბანკი“ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის კრედიტს გამოუყოფს

„მსოფლიო ბანკმა“ უკრაინას დამატებით 300 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო, რომელიც პანდემიის დაძლევისკენ არის მიმართული. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ, Facebook-ზე გავრცელებულ ოფიციალურ განცახდებაშია ნათქვამი.

„მოსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას 300 მილიონი დოლარის კრედიტი მეორე დამატებითი ფინანსირებისთვის გამოუყოს, რომელიც მიმართულია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და უკრაინის მოსახლეობის სოციალური სისტემის მოდერნიზაციისკენ“ - ნათქვამია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის განცხადებაში.

დამატებითი სახსრები გაამყარებს სოციალური დახმარების პაკეტს, რომელიც განკუთვნილია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, სახელმწიფო სოციალური პროგრამით. კრედიტის გამოყოფის მიზანია, რომ COVID-19 პანდემიის გამო, უკრაინის 1 მილიონი მოქალაქე არ აღმოჩნდეს სიღარიბეში, წერს ბანკი.

ცნობისთვის, ეს არის მეორე ტრანში „მსოფლიო ბანკისგან“, რომელიც განკუთვნილია უკრაინის მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის. დახმარების პირველი პაკეტი „მსოფლიო ბანკმა“ 150 მილიონი დოლარის ოდენობით 2020 წლის 30 აპრილს გამოყო.

კოკა კვირკველია