დღესდღეობით, თანამედროვე განვითარების ეპოქაში ადამიანებმა დედამიწის შესახებ ძალიან ბევრი რამ შეიტყვეს. თუმცა, არსებობს უამრავი ბუნებრივი მოვლენა თუ ფენომენი, რომელთა ახსნაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 საოცარ ადგილს დედამიწაზე, რომლებიც თითქოს, სხვა პლანეტაზე მდებარეობს.
დიდი პრიზმული გეიზერი (Grand Prismatic Spring) , აშშ
დიდი პრიზმული გეიზერი, აშშ-ში უაიომინგის შტატში მდებარეობს. მსოფლიოში მე-3 ყველაზე დიდი გეიზერია. უჩვეულო ფერების გამო ის ყოველწიურად მილიონობით ადამიანს იზიდავს.
Fjaðrárgljúfur, ისლანდია
ეს უცნაური ხეობა, რომლის სახელის სწორად წარმოთქმაც, ალბათ, მხოლოდ ისლანდიელებს შეუძლიათ, დაახლოებით, 9 000 წლის წინ ჩამოყალიბდა. კლიმატის ცვლილების გამო, მას განადგურება ემუქრება, რის გამოც ისლანდიის ხელისულლება მის შენარჩუნებას ცდილობს.
სოკოტრა, იემენი
ეს უცნაური ადგილი, რომელიც ფენტეზის ფილმს მოგვაგონებს იემენში მდებარეობს. აქაურ უდაბნოს კლიმატს მხოლოდ ხეების რამდენიმე სახეობა უძლებს.
მფრინავი გეიზერი, აშშ
საკმაოდ უჩვეულო ფორმის გეიზერი ნევადას შტატში, აშშ-ში მდებარეობს. ჩამქრალი ვულკანის კრატერიდან 93 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალი ამოდის, მის შუაგულში ფერადი კლდეა განთავსებული.
ნაიკას მაღარო, მექსიკა
ნაიკას მაღაროს კრისტალებს დედამიწაზე ანალოგი არ აქვს. კრისტალური სვეტები მარილისგან შედგება და იმდენად მკვრივია, რომ მასზე ასვლა ადამიანსაც შეუძლია. მაღარო სულ რაღაც 20 წლის წინ აღმოაჩინეს.
ჩჟანის ეროვნული პარკი, ჩინეთი
ჩჟანის ეროვნულ პარკს ხშირად „ცისარტყელას მთებსაც“ უწოდებენ. პარკი „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ანტილოპას კანიონი, აშშ
ანტოლოპას კანიონი არიზონას შტატში, აშშ-ში მდებარეობს. მეცნიერების მტკიცებით, ის სულ მცირე 190 მილიონი წლისა. ასეთი უცნაური ფორმა მან ქარისა და წყლის ზემოქმედების შედეგად მიიღო.
ქვიანი ტყე, ჩინეთი
ეს უცნაური ბუნებრივი წარმონაქმნი ჩინეთში მდებარეობს და მას ქვიან ტყეს უწოდებენ. ტყეს „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ჯოჯოხეთის კარიბჭე, თურქმენეთი
ჯოჯოხეთის კარიბჭედ წოდებული ადგილი თურქმენეთში მდებარეობს. 1971 წლამდე ეს ადგილი მიწით იყო დაფარული. ნავთობის მაძიებლებმა აქ ბუნებრივი რესურსების მოპოვება დაიწყეს, რა დროსაც ის ჩაინგრა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა. მას შემდეგ „ჯოჯოხეთის კარიბჭეში“ ცეცხლი არ ჩამქრალა.
კარლსბადის გამოქვაბული, აშშ
კარლსბადის გამოქვაბული აშშ-ში ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარეობს. ის 3.9 მილიონი წლის წინ შეიქმნა და ჯამში 100-ზე მეტ დარბაზს. აერთიანებს.