კორპორაციამ Disney გამართა პრეზენტაცია Disney Investor Day 2020, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის შედეგები შეაჯამა და განვითარების სტრატეგია წარმოადგინა.
Disney-ის გენერალური დირექტორის ბობ ჩაპეკის განცხადებით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, Disney+-ის ხელმომწერთა რაოდენობამ 86,8 მილიონი შეადგინა. შედარებისთვის, ოქტომბერში ეს რიცხვი 73,7 მილიონი იყო. სულ პლატფორმებზე, რომელიც კომპანიას ეკუთვნის ფიქსირდება 137 მილიონი ხელმომწერი (Hulu — 38,8 მლნ, ESPN+ — 11,5 მლნ).
კომპანია ცვლის დისტრიბუციის სისტემას. ახალი ფილმებისა და მულტფილმების 80% მყისიერად ონლაინ პლატფორმაზე გავა - Disney კონცენტრირებას მოახდენს Direct-to-Consumer (D2C) კონტენტზე, რომელიც პირდაპირ მომხმარებელთან მივა კინოთეტრების შუამავლების გარეშე.
ყველა წარმოებული ფილმი გაიყოფა ოთხ კატეგორიად:
1. ფილემბი, რომლებიც ჯერ კინოთეატრებში გავა, შემდეგ კი სტრიმინგ სერვისებზე.
2. Day-and-Date კონტენტი, რომელიც ერთდროუალად გავა როგორც კინოთეატარებში, ასევე სტრიმინგ სერვისებზე.
3. ფილმები, რომლებიც პირდაპირ სტრიმინგ სერვისებზე გავა უფასოდ.
4. კონტენტი, რომელიც კინოტიტრებშიც გავა და ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება პრემიუმ ხელმომწერებისთის.
სტუდია აპირებს გაზარდოს პრემიალური კონტენტი. ამ დროისთვის კომპანიაში ასზე მეტ პროექტზე მუშაობენ, რომელშიც ა-კლასის მსახიობების გადაღებაა დაგეგმილი. 2024 წლისთვის D2C კონტენტზე დაიხარჯება 14;16 მილიარდი დოლარი. Disney-ის გეგმაში აქვს Marvel-ის და „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან 10 სერიალის გადაღება, ასევე 15 ფილმისა და მულტფილმის გადაღება, მათ შორის Pixar-ის მონაწილეობით.
Disney+-ის ხელმომწერებისთვის სერვისის ღირებულება შტატებში 6,99 დოლარიდან 7,99 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო ევროპაში — €,99 ევროდან 8,9 ევრომდე. გაძვირება მარტიდან დაიწყება.
პლატფორმაზე ასევე გაჩნდება კონტენტი „მოზრდილთათვის“, რომელშიც მოხვდება კონტენტი რეიტინგით R. მომხმარებლებს ამ კონტენტის მისაღებად პაროლის შეყვანა მოუწევთ.
სტუდიები, 20th Century Studios და Searchlight Pictures ამიერიდან დაკავდებიან ფილმების შესაქმნელად ონლაინ სერვისისთვის Hulu.