„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა

მათ, ვინც ბიზნესის კეთებას ახლა იწყებს ან უკვე გამოცდილი ბიზნესმენია, „საქართველოს ბანკი“ შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმას სთავაზობს პროექტი ბიზნესით დაინტერესებულ თითოეულ მონაწილეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

სხვადასხვა სფეროში წარმატებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიზნეს კურსის მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას, ცოდნას და დაეხმარებიან ახალი უნარების შეძენაში.

კურსით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ და მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ.

უფრო დეტალურად, რას გულისხმობს „ბიზნესკურსი“ და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მასში მონაწილეობის მიღება, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელს, ზურაბ მასურაშვილს ვესაუბრეთ:

რა არის პროექტ „ბიზნესკურსის“ მიზანი და მისი მეშვეობით რა ამოცანების შესრულებას გეგმავთ? როგორ გაჩნდა მისი წამოწყების იდეა?

ბიზნეს კურსი პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. პროექტი ბანკის სტრატეგიის ნაწილია, რაც ბიზნესების წარმატების მისაღწევად ხელშეწყობას გულისხმობს. განათლება კი ამ ყველაფრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. „საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია, მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებებით ტრენინგებს სთავაზობს, თუმცა რაც ბიზნეს კურსს გამოარჩევს, მისი ხელმისაწვდომობაა. ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ახლა უკვე მისთვის სასურველ დროსა და გარემოში შეუძლია მიიღოს განათლება ამ კუთხით.

შესაბამისად, პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული ტრენინგების, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს ადამიანების სამომავლო პროფესიულ განვითარებას. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, მოუსმინოს მომხმარებელს და მეტი გაიგოს ბიზნესების საჭიროებებსა თუ გამოწვევებზე. ბიზნეს კურსის შექმნის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც დავინახეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ბევრი ახალი ბიზნესი ცდილობდა ფეხის მოკიდებას. გადავწყვიტეთ, ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა მიმდინარე გამოწვევების თუ შესაძლებლობების შესახებ, მომხმარებლისთვის გაგვეზიარებინა და ამით ჩვენი წვლილი შეგვეტანა მათ სამომავლო განვითარებაში.

როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევები არსებობს დღეს ბიზნეს განათლების კუთხით და რა წვლილს შეიტანს პლატფორმა „ბიზნესკურსი“ მათ დაძლევაში?

განათლების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი გამოწვევაა ახალბედა ბიზნესებისთვის და არამხოლოდ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩვენი პარტნიორი ბიზნესისთვის ჩავატარეთ არაერთი ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ განავითარონ საკუთარი საქმიანობა, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. იქედან გამომდინარე რომ კურსი სრულიად უფასოა, ლექტორები - დარგის სპეციალისტები, ვფიქრობთ, რომ მონაწილეები დიდ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია ასევე ტესტები.

კონკრეტულად, რა სახის პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ მონაწილე პირები პროექტიდან? ვისთვის არის ის განკუთვნილი?

ბიზნეს კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული, იქნება ეს დამწყები თუ უკვე მოქმედი ბიზნესმენი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს ბევრი ახალი ბიზნესი იკიდებს ფეხს და საგრძნობლად გააქტიურებულია ბიზნეს გარემო. „საქართველოს ბანკის“ მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ადამიანების და ბიზნესების განვითარებაში. შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსებული კურსები რეალურ გამოცდილებებზეა დაფუძნებული და მომხმარებელს მოქმედი ბიზნესის გამოწვევების გადაჭრის გზებს სთავაზობს. ბიზნეს კურსი აერთიანებს ბაზრის მოთხოვნაზე მორგებულ, რელევანტურ თემებს და მიმართულებებს როგორიცაა: კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მომხმარებელს ექნება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენოს ფინანსური ინფორმაცია ეფექტური ბიზნესგადაწყეტილებების მისაღებად და რა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება როგორც ბიზნესგეგმის დაწერისას, ისე ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას. ასევე, დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას და ბიზნესგეგმის დამოუკიდებლად მომზადებას. გარდა ამისა, ბიზნეს კურსი მომხმარებელს მარაგების უკეთ მართვაში და ამ პროცესებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაშიც დაეხმარება.

ვინ არიან ის სპიკერები, რომლებიც კურსს გაუძღვებიან?

ბიზნეს კურსის შექმნაში მაღალკვალიფიციური ლექტორები, კონსულტანტები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. კურსების შედგენაში ჩართული იყვნენ ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Ebit Group-ის დამფუძნებელი პარტნიორები − ვლად ბეჟაშვილი და თამარ ჩხატარაშვილი; საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავჯდომარე და პროფესორი გიორგი დობორჯგინიძე, MSc, ACCA, Cresco Consulting-ის დამფუძნებელი ეკატერინე პაპიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრი და ა.შ.

„ბიზნეს კურსის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.businesscourse.ge/