2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10, 202 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3,016 მლრდ აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7,186 მლრდ აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4,169 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტი შეადგინა.