ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს სულ 45 363 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.6%-ით ნაკლებია.
უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში საქართველოს ყველაზე მეტი 17 180 ვიზიტორი თურქეთიდან ეწვია. შემდეგ მოდის სომხეთი 8 510 ვიზიტორით და აზერბაიჯანი 3 902 ვიზიტორით.
გარდა ამისა, ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი სარფიდან და ყაზბეგის საზღვრიდან შემოვიდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში ვიზიტორების 95.21% კაცია, რაც სავარაუდოს ხდის იმ ფაქტს, რომ ვიზიტების უმეტესობა ლოჯისტიკური საქმიანობების გამო განხორციელდა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე