გლობალური საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Kline & Company-ს 2020 წლის კვლევის შედეგად, საცხებ-საპოხი მასალების მომწოდებელთა შორის Shell-ი ნომერ პირველ მომწოდებლად დაასახელა.
კომპანია Shell-ი 14 წელია ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს, როგორც საცხებ-საპოხი მასალების მთავარი მომწოდებელი კომერციული და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის.
„14 წელი უწყვეტად ლიდერის სტატუსის შენარჩუნება, ნათლად წარმოაჩენს Shell-ის უპირობო ერთგულებას მომხმარებლის მიმართ და პროდუქტების პორტფოლიოს უმაღლეს ხარისხს. ისევე როგორც ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენც გვჭირდება ცვლილებები პასუხად იმ გამოწვევებისა, რომელიც Covid 19-მა დაგვიწესა. Shell-ი შეუფერხებლად განაგრძობს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მიწოდებას ბაზრისთვის, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მსოფლიო ინდუსტრიის ეფექტურად ოპერირებაში“- განაცხადა Shell Global-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს მაურერმა.
კომპანია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და პრემიუმ ხარისხს, რაც წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ის საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.
Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ, Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერია საქართველოში.