ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კ.კ. ტოკაევის განკარგულებით, ყაზახეთის რესპუბლიკის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, დ.ი. ქემერტელიძე დაჯილდოვდა დოსტიკის II ხარისხის ორდენით (მეგობრობის ორდენი).
2019 წლის ივლისში მსხვილმა ინვესტორმა დ. ქემერტელიძემ ყაზახ პარტნიორებთან ე. ნიგმატულინთან და ჟ. აპპაზთან ერთად ქ. ყარაგანდაში (ყაზახეთი) გაუშვეს მსოფლიოში სიდიდით მეხუთე მაღალი მარკის ფეროსილიციუმის მწარმოებელი ქარხანა, რომლის სიმძლავრეა 180 ათასი ტონა წელიწადში. ქარხანა არის ულტრათანამედროვე და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ამ სექტორში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ფეროშენადნობთა ქარხანას, რომლის ჰაერის ფილტრაციის ხარისხი 99.8%-ია. დღეისათვის, საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს მეოთხე ღუმელის მშენებლობა, რაც წარმოების მოცულობას წელიწადში 240 ათას ტონამდე გაზრდის. პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიარდი ტენგეა. შეიქმნა 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი. პროექტი ხორციელდება ყაზახეთის რესპუბლიკის ინდუსტრიულ- ინოვაციური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
2020 წლის 23 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კ. ტოკაევმა მოინახულა ყარაგანდის ფეროშენადნობთა ქარხანა შ.პ.ს. "YDD Corporation" და პირადად მადლობა გადაუხადა დ. ქემერტელიძეს ყაზახეთში გატარებული აქტიური საინვესტიციო პოლიტიკისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ასეთი პიროვნებების როლი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში.
ფეროშენადნობთა ქარხნის წარმატებით განხორციელებული პროექტის გარდა, იგეგმება ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკის, საათში 300 ტონა ნახშირის სიმძლავრით და კიდევ ერთი ახალი თანამედროვე ფეროშენადნობთა გამომშვები ქარხნის, 57 ათასი ტონა ფეროშენადნობებისა და 240 ათასი ტონა აგლომერაციული კონცენტრატის საწარმოო სიმძლავრით წელიწადში, მშენებლობის ახალი ინოვაციური პროექტების შემუშავება. ეს პროექტები განხორციელდება 2018 წელს დ. ქემერტელიძის მიერ, პარტნიორ ნიგმატულინთან ერთობლივად დაფუძნებულ შ.პ.ს. "Qaz Carbon" (კაზ კარბონ) "- ის ბაზაზე. ჯამური ინვესტიცია ორ პროექტში შეადგენს 43 მილიარდ ტენგეს.
საინვესტიციო საქმიანობის გარდა, დ. ქემერტელიძე პარტნიორებთან, ე. ნიგმატულინთან და ჯ. აპპაზთან ერთად აქტიურად არის დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით და მეცენატობით ყაზახეთის რესპუბლიკაში. მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მათ 100 მილიონი ტენგე გადარიცხეს ფონდში, რომელიც შექმნილია საგანგებო მდგომარეობაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინააღმდეგ სახელმწიფოს ქმედებების მხარდასაჭერად. ასევე, ჰუმანიტარული დახმარება გაეწია ყარაგანდის რეგიონის საავადმყოფოებს 100 ჟანგბადის კონცენტრატისა და 10 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის სახით, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინსტრუმენტებით.
(R)