2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 16 521 საჩივარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,8%-ით მეტია. შარშან 10 თვეში სებ-ში ბანკებზე 11 101 საჩივარი დაიწერა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში პრეტენზიების სამეულში შედიან:
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან 13 261 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1 054 განაცხადი და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში დაფიქსირებული 16 521 საჩივრიდან ბანკებმა 12 790 უსაფუძვლოდ მიიჩნიეს; საფუძვლიანად - 3 238 განაცხადი; 390 შემთხვევაში კი განხილვა ისევ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.