„სტუდენტ ჰაუსმა“ და „ოთი ჰოლდინგ გრუპმა“ საერთაშორისო ონლაინ საინვესტიციო ფორუმი ჩაატარეს

2020 წლის 12 დეკემბერს „სტუდენტ ჰაუსმა“და „ოთი ჰოლდინგ გრუპმა“ საერთაშორისო ონლაინ საინვესტიციო ფორუმი გამართა.

“Investment Sector of 2021 forum: Student Housing in Georgia” ფორუმი ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, თბილისის დროით 19:00 საათზე, რომელიც ერთდროულად გაშუქდა 8 ქვეყანაში : კატარი, იორდანია, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ომანი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო.

კონფერენციის მიზანი იყო 2021 წლის საინვესტიციო სექტორების მიმოხილვა , საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა , პანდემიური ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა და ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს უძრავი ქონების კონკრეტულად კი „სტუდენტური საცხოვრებლის“ ბიზნესში.

photo-2020-12-14-11-04-08-1607954738.jpg

საინვესტიციო ფორუმმა გააერთიანა კატარის, ქუვეითის, ომანის, იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის მაღალი რანგის გლობალურ საინვესტიციო კომპანიები, მათ შორის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, გლობალურ აღმასრულებელ დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მთავრობის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. ფორუმში ყველა ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 250-ზე მეტი მონაწილე და სპიკერი.

ფორმის ორგანიზატორი იყო „ოთი ისთეითი“ , რომელმაც 2020 წლის ივლისში სტუდენტური სახლის 160 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტის მშენებლობა დაანონსა და აქტიურ რეჟიმსი ახორციელებს.

სტუდენტური საცხოვრებლის საინვესტიციო პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და პროექტის ფარგლებში ინვესტიციების მართვას უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეითი“ განახორციელებს.

photo-2020-12-14-11-04-06-1607954767.jpg

R