საპარლამენტო კომიტეტები პირველი საორგანიზაციო სხდომების გამართვას განაგრძობს. 15 დეკემბერს ათი კომიტეტი შეიკრიბება.
კომიტეტების დღის წესრიგით მხოლოდ ორი საკითხია გათვალისწინებული: - დეპუტატები კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს აირჩევენ და კომიტეტის დებულებას დაამტკიცებენ.
აღნიშნული დღის წესრიგით სხდომებს შემდეგი კომიტეტები გამართავს: - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციისთვის განკუთვნილი ყველა საპარლამენტო თანამდებობა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტები ვაკანტურია. ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში არ შედის და სხდომები მათი მონაწილეობის გარეშე ტარდება.