ევროკავშირში სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებლები აცხადებენ, რომ 2040 წლიდან არ აწარმოებენ და არ გაყიდიან ბენზინისა და დიზელისძრავიან სატვირთოებს. ეს კი დათქმულ ვადაზე 10 წლით ადრე მოხდება - წერს გაზეთი Financial Times.
აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოცემულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიების Daimler, Scania, Man, Volvo, Daf, Iveco და Ford-ის წარმომადგენლებმა. „იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება ერთად მოქმედება“ - განაცხადა შვედური Scania-ს ხელმძღვანელმა ჰენრიკ ჰენრიკსონმა.
მისი განცხადებით, ასეთი ალიანსი ხელს შეუწყობს იმას, რომ მწარმოებლებმა კონცენტრირება მოახდინონ აკუმულატორების ტექნოლოგიაზე, წყალბადზე და ეკოლოგიურად სუფთა სახის საწვავზე. ახალ ტექნოლოგიებზე გაერთიანება დახარჯავს 50-100 მილიარდ ევროს. მწარმოებლები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, ჩაიდოს ინვესტიციები ენერგოსისტემებში და გაიზარდოს გადასახდელები ევროპაში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე.
„თუ პოლიტიკოსები განაგრძობენ მოპოვებადი საწვავის სუბსიდირებას, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვალდებულებების შესრულება. აუცილებელია შეიცვალოს მიდგომები ჩვენი კლიენტების მხრიდან და ასევე მათი კლიენტების მხრიდან“ - აცხადებს ჰენრიკსენი.
პოტსდამის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი იოჰან რიოკსტრიომი თვლის, რომ ტვირთგადაზიდვა ბენზინისა და დიზელის სატვირთოებით ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილი დეკარბონიზაციის გეგმის განხორცილების გზაზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა გასულ კვირას დაამტკიცეს დავალება, რომელიც 2030 წლისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას 55%-ით 1990 წლის დონესთან შედარებით. ეს ნორმა კი მნიშმვნელოვანდ აღემატება აქამდე ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ემისიების 40%-ით შემცირებას ითვალისწინებდა. ზომების გამკაცრება გამოწვეულია ევროკავშირის მიზნის საბოლოოდ მისაღწევად, რომელიც 2050 წლისთვის მის ტერიტორიაზე ემისიების სრულ განულებას ითვალისწინებს.