ჰოლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ჰოლანდიაში 5-კვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში არააუცილებელი პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები დღეიდან 19 იანვრამდე დაიხურება, სკოლები და უნივერსიტეტები კი ოთხშაბათიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

"ჩვენ უნდა ჩავკბიჩოთ ეს ძალიან მჟავე ვაშლი, სანამ ყველაფერი უკეთესად იქნება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრად დღის განმავლობაში 13 წელს გადაცილებული მაქსიმუმ ორი ადამიანი მიიღონ, შობის დღეებში, 24-დან 26 დეკემბრამდე, ეს შეზღუდვა შედარებით მსუბუქდება და ოჯახებს სამი ადამიანის სტუმრად მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.